6 აგვისტო, 2015

უნიკალური აღმოჩენა თბილისში

1agmochena-abanotubanshiთბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, არქეოლოგებმა მორიგი უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს.

აღმოჩენა დაახლოებით ჩვენი წელთ აღრიცხვის I-III საუკუნეებით თარიღდება. განახლებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტებია ნაპოვნი, მათ შორისაა მინისა და კერამიკის ნიმუშები და მონეტები.

აბანოთუბანში, ქალაქ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ანტიკური ხანის უნიკალური აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა და დიდგვაროვნებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ეტაპზე არქეოლოგები აღმოჩენილ ტერიტორიაზე ძირითადად გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.