15 აგვისტო, 2015

უნიკალური აღმოჩენა ხიხანის ციხეში

1agmochena-acharashiმაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ზღვის დონიდან 2 635 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხეში მეცნიერები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ აღმოაჩინეს მარანი, სადაც 43 ქართული ქვევრია მოთავსებული. ახლად აღმოჩენილი მარანი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება, რომელიც წყლის შესანახად გამოიყენებოდა.

ხიხანის ციხეზე სამი წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. გასულ წელს არქეოლოგებმა 28 ქვევრიანი ღვინის მარანი აღმოაჩინეს და მისი კონსერვაცია მოახდინეს.

ექსპედიციის დასრულების შემდეგ, ღვინის მარნის მსგავსად, წყლის მარნის კონსერვაცია მოხდება და შემდეგ ხიხანის ციხეზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაგრძელდება.

გარდა მარნისა, ციხესიმაგრის ერთ-ერთ ნაგებობაში მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც აღმოაჩინეს. მსგავსი ჭურვები 200 წლის წინ გამოიყენებოდა.