Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”ციცინათელების” გადაღებები იწყება

15 აგვისტო, 2015

1cicinatelebiრეჟისორი ლევან ანჯაფარიძე ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებებს იწყებს. შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.

“ციცინათელები” – ასე ჰქვია სცენარს, რომლის გამოც რეჟისორმა კულტურის სამინისტროს წინ 15 დღე იშიმშილა და ეროვნული კინოცენტრი უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

ფილმის სცენარი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეძღვნება. მისი შექმნის იდეა 14 წლის წინ გაჩნდა და სცენარიც რეალური ამბის მიხედვით დაიწერა. ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან უჯუში და ჯეჯე და მათ როლებს ზაზა კოლელიშვილი და ზურა ყიფშიძე შეასრულებენ.

ფილმის სცენარში საუბარია 27 წლის სასულიერო პირის, კომანის მონასტრის წინამძღვრის ბერი ანდრია ყურაშვილისა და ცნობილი აფხაზი ბიზნესმენის იური ანუას ურთიერთობაზეც. ამ უკანასკნელმა დიდი წვლილი შეიტანა ტაძრის აღდგენა რესტავრაციაში, შემდეგ სტიქაროსანიც გახდა და სიკვდილსაც მონასტრის წინამძღვართან ერთად შეხვდა.

ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის გადაღებები სამეგრელოში, აფხაზეთის საზღვართან და თბილისშია დაგეგმილი. მუშაობას გუნდი სექტემბერში დაიწყებს და ფილმის პრემიერა მომავალი წლისთვის გაიმართება. შემოქმედებით გუნდს გადაწყვეტილი აქვს “ციცინათელები” საერთაშორისო კინოფესტივალებშიც ჩართოს, თუმცა ყველაზე დიდი ჯილდო მათთვის ქართველი მაყურებლის აღიარება იქნება.