Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

The voice საქართველოს პირველი მწვრთნელი ცნობილია

14 აგვისტო, 2015

1voisiThe voice საქართველო “იმედის ეთერში” ახალი სატელევიზიო სეზონიდან გავა. მესამე სეზონი შემოდგომაზე დაიწყება და მას ახალი მწვრთნელებიც ეყოლება.

მუსიკალური პროექტის მესვეურებმა პირველი მწვრთნელის ვინაობა უკვე გაასაჯაროვეს. შოუს პროდიუსერების გადაწყვეტილებით, პირველი მწვრთნელი იქნება უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი.

ის სპეციალურად ვოისითვის ბრუნდება ამერიკიდან საქართველოში, რათა ქართველ დამწყებ მომღერლებთან იმუშავოს. პროექტის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ნუცას გამოცდილება დადებითად აისახება კონკურსანტების მუსიკალურ განვითარებაზე.

სოციალურ ქსელში The voice საქართველოს მწვრთნელებად უკვე განიხილებოდნენ ნინა სუბლატი, ირინა ბაირამაშვილი, თეონა კონტრიძე და სოფო ნიჟარაძე. პროექტის ერთგულ მაყურებელს მესამე სეზონში კვლავ სურდა დათო ფორჩხიძის ხილვა.

ვინ იქნებიან The voice საქართველოს სხვა მწვრთნელები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კი გადაწყვეტილია, რომ პირველი მწვრთნელი ნუცა შანშიაშვილია.

1voisis-mcvrtneli