Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

The Voice საქართველოს მესამე მწვრთნელის ვინაობა გაირკვა

31 აგვისტო, 2015

1voisiThe Voice საქართველოს ხელმძღვანელობამ ზაფხულის ბოლო დღეს პროექტის მესამე მწვრთნელის დასახელების გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოების მოლოდინი მუსიკალური შოუს მესამე სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო იზრდება.

პროექტის პროდიუსერებმა გაითვალისწინეს მაყურებლის მაღალი ინტერესი და გადაწყვიტეს, საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად გააცნონ მწვრთნელები. პირველი მწვრთნელი ნუცა შანშიაშვილია, მეორე მწვრთნელი – ანრი ჯოხაძე, მესამე მწვრთნელი კი ნოდიკო ტატიშვილი. ეს ინფორმაცია ნოდიკოს სპეციალური ვიდეომიმართვით გაასაჯაროვდა, რომელიც ბათუმშია ჩაწერილი.

ამ ეტაპზე სამი მწვრთნელის გარდა, ცნობილია მხოლოდ ერთი წამყვანის ვინაობა. “იმედის” სახე დუტა სხირტლაძე The Voice საქართველოს წაიყვანს. თუ ვინ იქნება შოუს მეორე წამყვანი, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

The Voice საქართველოს მესამე სეზონი ოქტომბერში დაიწყება.

 

და აი, ისიც ✔️ “The Voice-საქართველოს” ახალი მწვრთნელი ✌️

Posted by The Voice Of Georgia on Monday, 31 August 2015