27 აგვისტო, 2015

თბილისობაზე საუკეთესოებს 1500 ლარით დააჯილდოვებენ

1tbilisiთბილისობის წლევანდელ დღესასწაულზე საუკეთესოებს 1500 ლარით დააჯილდოვებენ. დედაქალაქის საკრებულომ ლიტერატურისა და ხელოვნების ახალი კონკურსი დააარსა. “თბილისი” – ასე ეწოდება კონკურსს, რომელიც ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდკების, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა პოტენციალის გამოსავლენად ჩატარდება.

კონკურსზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოების პირველადი ვერსიები განიხილება. გამარჯვებულებს კონკურსის სიმბოლო ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია 1.500 ლარი გადაეცემათ. კონკურსში აფხაზი და ოსი ხელოვანებიც ჩაერთვებიან. ჟიურის მიერ დაწესებულია სპეციალური პრიზიც, რომლითაც განსაკუთრებული ნაშრომი დაჯილდოვდება.

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს კი “თბილისობის” დღესასწაულზე გამოავლენენ.