სუხიშვილები ამერიკულ ტურნეს იწყებენ

1sukhishviliანსამბლი “სუხიშვილები” წელს დაარსების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წლის განმავლობაში საკონცერტო სერიებს მართავს.

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებული ლეგენდარული ანსამბლი შვიდი ათეული წლის შემდეგაც აგრძელებს ტრიუმფით სვლას და მსოფლიო მაყურებლის გაოცებას.

საქართველოში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტების დასრულების შემდეგ, ქართველ მოცეკვავეებს უკვე ამერიკაში ელოდებიან. ფილადელფია, ნიუ იორკი, ბალტიმორი, ვაშინგტონი – ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც სუხიშვილები კონცერტებს გამართავენ.

იუბილარი ანსამბლის ამერიკული ვოიაჟი შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.