23 აგვისტო, 2015

სტურუა-სააკაშვილის დაპირისპირების მიზეზი ცნობილია

Novaya_gazetaრუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების მიზეზი ცნობილია.

მიზეზი თავად მიხეილ სააკაშვილმა გაასაჯაროვა, როდესაც “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტ დმიტრი ბიკოვს ინტერვიუ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა თავად ჰკითხა ჟურნალისტს, იცოდა თუ არა, რატომ დაუპირისპირდა რობერტ სტურუას. ჟურნალისტმა ამის მიზეზად სტურუას ნათქვამი დაასახელა, როდესაც რეჟისორმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სომეხი არ უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს რობერტ სტურუამ უკვე მოგვიანებით განაცხადა, მათი დაპირისპირება კი მანამდე დაიწყო:

“ეს მან უკვე შემდგომ განაცხადა… იმიტომ დამიპირისპირდა, რომ როცა მისი მეგობრის შვილი მარიხუანის გამო დაიჭირეს, მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და უთხრა, იცი, კარგი ბიჭია და გამოუშვანო, მას კი უპასუხეს: ჩვენ თქვენ დიდ პატივს გცემთ, მაგრამ მოვიქცევით კანონის შესაბამისადო. საბჭოთა ინტელიგენციას ეს ძალიან გაუკვირდა, ისინი ცხოვრობდნენ საბჭოთა კანონებით, მეგობრულ-მაფიოზურით… აღმოჩნდა, რომ ეს უკვე აღარ გაუვათ.”