13 აგვისტო, 2015

საქართველოში გადაღებული ინდური ფილმი კინოთეატრებში გამოდის

1induri-filmiსაქართველოში გადაღებული ინდური ფილმი “რამლეილა” კინოთეატრებში გამოდის.

ბოლივუდში ერთ-ერთი წარმატებული ინდოელი რეჟისორის ვიჯაი კირანიას რომანტიკული ჟანრის კინოფილმი ინდოეთის კინოთეატრებში შემოდგომაზე იქნება ნაჩვენები.

ინდურმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში რამდენიმე ადგილი შეარჩია. ფილმის წარმოების თითქმის 20 პროცენტი საქართველოში, კერძოდ თბილისში, ბათუმსა და სტეფანწმინდაში განხორციელდა. გადაღებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციად ჟინვალის ჰიდროკომპლექსიც შეირჩა.