13 აგვისტო, 2015

საფარის სამონსტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

1safaraსაფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რამდენიმე კვირაში წმი საბას სახელობის ტაძარში, რომელიც მთავარი ეკლესიაა, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირაში განახლდება და ძეგლის გადარჩენის მორიგი ეტაპი დაიწყება.

საფარის სამონასტრო კომპლექსი ძირძველი ქართული მხარის, მესხეთის მიწაზე მდებარეობს. აქ ადრე სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა.

სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმინდა საბას ტაძარი. იქვეა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა.

საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეული ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია. ტაძარი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას უკავშირდება. საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას.