სალომე გოგიაშვილი დედა გახდა

1salome-gogiashviliტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს ვახო ნიკოლაიშვილს პატარა ორი დღის წინ შეეძინათ.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. სალომემ შვილი ჩაჩავას კლინიკაში ზურაბ დარახველიძესთან გააჩინა.

ტელეწამყვანმა მეოთხედ განიცადა დედობის ბედნიერება. ერთი გოგოსა და ორი ბიჭის შემდეგ, მას კიდევ ერთი ვაჟკაცი ეყოლა. მშობლებმა მას დუდა დაარქვეს.

სალომე გოგიაშვილს სამი ქორწინებიდან მაშო, ციბუკა, იკა და დუდა ჰყავს.