9 აგვისტო, 2015

რობერტ სტურუა: ,,მონობა ჩვენი ხვედრია?’’

1Sturua--sturuaრეჟისორი და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აინტერესებს, მონობა ჩვენი ხვედრია თუ არა. მაესტრო სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“რა ხდება საქართველოში, ზოგჯერ ლაიქების რაოდენობით ვხვდები. სირცხვილი! შიში ამ ნაძირალების მიმართ როგორ ვერ მოიშორეთ!

– ნუთუ მონობა ჩვენი ხვედრია და ეს ორგაზმზე მეტად გვატკბობს?! ნუთუ უსათუოდ სისხლისმსმელი ბელადი გვევასება – “თითო გვამში შაურს გადმომიგდებს?!”

ამ საოცარმა ფინიამ კი, სახლიდან რომ აგდებენ (ლირის მასხარა: “ყარს, წკმუტუნებს და იკბინებაო”) ამ შხამიანმა დაღრღნა საქართველო! ჩვენში ვიღაცამ “რ-ორი” შეარქვა იმ თავიდანვე დამპალ ფესვებზე მდგარ სააკას ჩუა-ჩუას.

სულ არ მიკვირს, რომ აღშფოთდა ჯგუფი მდიდარი ვითომ ინტელექტუალი ქართველებისა – კომუნისტებივით ეკსპროპრიაციით რომ ჩაიგდეს ხელში მეორე უძველესი პროფესიის ქალწული ჟურნალისტები! ფულის გამო აღელდა ნაცისტი, დიდ ჯამაგირს უხდის ეს რუსთავი-ტურა. მე მგონი, სამართალმა უნდა იზეიმოს საქართველოში, ბოლოს და ბოლოს! არა?

როგორც გინდათ!

გაუმარჯოს ფიურერის მიერ გახრწნილ ქვეყანას!”