1 აგვისტო, 2015

ქართველმა საოპერო მომღერალმა მთელი იტალია აალაპარაკა

1giorgi-cincadzeქართველმა საოპერო მომღერალმა გიგა ცინცაძემ თავისი საქციელით მთელი იტალია აალაპარაკა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა გიორგი ონიანი ავრცელებს.

გიორგი ონიანი:

“იცნობდეთ: გუშინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქართველმა ტენორმა, გიგა ცინცაძემ იტალიაში აბობოქრებული ტალღებიდან დახრჩობას გადაარჩინა 15 წლის რუსი ტურისტი… მეამაყება, რომ მისი მეგობარი მქვია.”

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი, ანრი ჯოხაძის ძმა, ომარ ჯოხაძე:

“ჩემო მამაცო და გმირო მეგობარო გიორგი ცინცაძე! გუშინდელმა შენმა გმირობამ მთელი ქალაქი აალაპარაკა… აბობოქრებულ ტალღებში, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდი მრავალთაგან, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად 15 წლის რუსი ტურისტი გადაარჩინა! მეამაყები!”