9 აგვისტო, 2015

ქართველი რეჟისორის ფილმი საუკეთესოთა შორისაა

1giorgi-todriaქართველი რეჟისორის გიორგი ფოდრიას ფილიმ საუკეთესოთა შორის დასახელდა. გიორგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ იორკში. მოგვიანებით კი რომის კინოსკოლაში მიიღო განათლება, რამაც საშუალება მისცა ყოფილიყო რეჟისორის ასისტენტი ამერიკასა და ევროპაში.

ინფორმაციას გიორგი თოდრიას წარმატების შესახებ რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი ავრცელებს:

“გიორგი თოდრიას ფილმი 7 საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს შორის აირჩიეს ბასკეთში. ფილმის მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანში შედგება.”

ქართველი რეჟისორის ფილმი “LOST VILLAGE” 15 წუთიანია, დიალოგის გარეშე და შუა ხნის ქალისა და მამაკაცის მიტოვებულ სოფელში ცხოვრებაზე მოგვითხრობს.