29 აგვისტო, 2015

ქართველი მოდელი L’Oreal-მა მიიწვია

1ana-axvlediani19 წლის ქართველი მოდელით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კოსმეტიკური ფირმის “L’Oreal”-ის პარიზის ფილიალის პრეზიდენტი დაინტერესდა. არ არის გამორიცხული ულამაზესი ანა ახვლედიანი იმ მოდელების რიცხვს შეუერთდეს, ვინც წლების განმავლობაში L’Oreal-ის სარეკლამო სახე იყო.

კოსმეტიკური ფირმის პარიზის ფილიალის პრეზიდენტმა Cyril Chapuy-მ თავისი ოფიციალური ინსტაგრამის საშუალებით ქართველი მოდელი საჯაროდ მიიწვია პარიზში.

წლების განმავლობაში L’Oreal-მა აღმოაჩინა ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯულიანა მური, ზოი სალდანა, ფრიდა პინტო, ბლეიქ ლაივლი, ლეტიცია კასტა, ლარა სტოუნი, ბიანკა ბალტი. სწორედ ბიანკას შემცვლელად მოიაზრებენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ანა ახვლედიანს.

ეს არ არის პირველი საერთაშორისო მიწვევა ქართველი ლამაზმანისთვის. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ELLE-ს ფურცლებზე მოხვდა. შარშან ELLE-ს და Vogue-ს ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ანა ახვლედიანი 500 მოდელს შორის Dolce & Gabbana-ს სარეკლამო სახედ აარჩია.

ქართვველი ლამაზმანი საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და საქართველოშიც აქტიურად პოზირებს ფოტოგრაფებისთვის სხვადასხვა დიზაინერების კოსტიუმებით. უცხოეთში ანა Brave Models Management-თან თანამშრომლობს.

პირველად იტალიაში ქართველი მოდელი 18 წლის ასაკში მოხვდა. სამოდელო საქმიანობაში გამოუცდელობის მიუხედავად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სხვადასხვა სამოდელო სააგენტოების ფავორიტი გახდა.

1ana-axvlediani1