ქართველების გამარჯვება სარაევოს კინოფესტივალზე

1toma-chagelishviliბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი მდებარეობს. სარაევოს კინოფესტივალში მსოფლიოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველებიც მონაწილეობენ.

წლევანდელი სარაევოს კინოფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს დელეგაციისთვის. თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award-ით დაჯილდოვდა. ჯილდო მის პროექტს „ბერლინის მცირე კედელი” გადაეცა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სექციაში Docu Rough Cut Boutique იღებდა მონაწილეობას.

გამარჯვების შემდეგ, თომა ჩაგელიშვილის პროექტი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად არის აღიარებული.

„ბერლინის მცირე კედელი” ამჟამად მონტაჟის პერიოდშია.