15 აგვისტო, 2015

ქართულმა ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო

1davit-fircxalavaლოკარნოს რიგით 68-ე კინოფესტივალი ქართული კინოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. წელს კინოფესტივალში სამი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მონაწილეობს. ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერა”, ბაკურ ბაკურაძის “Брат Деян” და დავით ფირცხალავას “მამა”.

სწორედ დავით ფირცხალავას “მამა” გახდა ლოკარნოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი.

ინფორმაციას ამის შესახებ გაგა ჩხეიძე ავრცელებს:

“დავით ფირცხალავას “მამა” ლოკარნოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზით (Pardino d’oro) დაჯილდოვდა. ვულოცავ რეჟისორს და მის შემოქმედებით გუნდს!”