ქართული კინოს წარმატება გრძელდება. ბოლო პერიოდში ქართველი რეჟისორების ნამუშევრები მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალების ძირითად საკონკურსო პროგრამებში ხვდება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართული ფილმი მოხვდა საერთაშორისო კინოფესტივალზე. რეჟისორ ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი “მოირა” სან სებასტიანის ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაშია.
ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ საზღვრისპირა სოფელ დიცში პროექტის “ზაფხულის კინოსკოლა” ფარგლებში ადგილობრივი კინოსკოლელებისთვის შედგა.