25 აგვისტო, 2015

პაპუნა შარიქაძე საქართველოდან მიდის

1papunaახალგაზრდა პიანისტი და ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე საქართველოდან მიდის. ხელოვანი, რომელიც ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტით “ანა ბანა” მომღერლის ამპლუაში გაიცნო, გამოსამშვიდობებელ კონცერტს მუშტაიდის პარკში, მოძრაობის თეატრში გამართავს.

“პაპუნა შარიქაძე და მეგობრები” – ასე ეწოდება კონცერტს, რომელზეც პაპუნა შარიქაძე თავის ერთგულ მსმენელს ბოლო შანსს აძლევს, მის თბილისურ კონცერტზე დასასწრებად. 25 აგვისტოს ბერკლიში წასვლამდე, ყველას ექნება საშუალება დაესწროს კონცერტს და პაპუნა შარიქაძეს დაემშვიდობოს.