11 აგვისტო, 2015

პანკისის ხეობაში ფილმის გადაღებები იწყება

1kino-pankisshiპანკისის ხეობაში ახალი ფილმის გადაღებები იწყება. “სანამ მამა დაბრუნდება” – ასე ერქმევა ახალ ფილმს, რომელშიც 12 წლის ევას და 13 წლის იიმანის ცხოვრებაა ასახული.

პროექტის “კინო სკოლაში” მიხედვით, რეჟისორი მარიამ გულბიანი ორი გოგონას ისტორიაზე ფილმს გადაიღებს.:

“იიმანი და ევა მეგობრები არიან. გოგონები პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. მშობლები ამ თემაზე ჩურჩულით საუბრობენ. გოგონებისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია, რომელიც პროექტის ,,კინო სკოლაში” ფარგლებში მიმდინარეობს”, – ასეთია ახალი ფილმის სინოფსისი.

“კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.

მარიამ გულბიანის ფილმის გადაღებები პანკისის ხეობაში სექტემბერში დაიწყება, მანადე კი პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ვორქშოპისთვის არის შერჩეული. ვორქშოპი დოკუმენტურ ფილმში თხრობის ხელოვნებას ეხება და მას ამერიკელი რეჟისორი ლიზა ლემანი გაუძღვება.