პაატა ინაური დაქორწინდა

1paata-inauriiმარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრების მსახიობი პაატა ინაური, რომელიც ფართო საზოგადოებამ ფილმში ”დარჩი ჩემთან” შესრულებული მთავარი როლით გაიცნო, დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი, სამეფო უბნის თეატრის მსახიობი კატო კალატოზიშვილია.

წყვილმა საკმაოდ ორიგინალური ქორწილი უახლოესი მეგობრების წრეში გადაიხადა. ღია ცის ქვეშ მათ კვარიათის სანაპიროზე მოაწერეს ხელი და ერთმანეთს სიყვარული და სამუდამო ერთგულება შეფიცეს.

ქორწილის დამაგვირგვინებელი სუფრა კი კვარიათის კაფე „რაკუშკებში“ გაიშალა.