ოლეგ ბასილაშვილი თეთრ სიაში შეიყვანეს

1oleg-basilashviliმსახიობი ოლეგ ბასილაშვილი თეთრ სიაში შეიყვანეს. როგორც რუსული პრესა წერს, მსახიობისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა და მან ამ ყველაფერს ღიად სისულელე უწოდა.

“ეს უღირსი საქმეა. ისეთი სიების შევსება, სადაც ვიღაც რაღაცის მომხრეა, ვიღაც – წინააღმდეგი, მინიმუმ სულელობის ნიშანია. სულელურ სიებს კი სულელი ადამიანები ადგენენ. ერთადერთი რაც შეძლებს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გამყარებას, ეს ამ ქვეყნების კულტურის წარმომადგენლების ურთიერთობაა.”

თეთრ სიაში 34 პიროვნებაა გაერთიანებული. მათ შორის არიან მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები. ჩამონათვალში არიან რუსი მსახიობები მიხაილ ეფრემოვი და ოლეგ ბასილაშვილი, მუსიკოსი ზემფირა და ანდრეი მაკარევიჩი, მწერალი ბორის აკუნინი. ასევე არნოლდ შვარცნეგერი, ჯორჯ ქლუნი, ჯარედ ლეტო, მილა იოვოვიჩი.

თეთრი სია კიევმა შეადგინა, რომელშიც კულტურულ სფეროში მოღვაწე უკრაინის მეგობრები შედიან. უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, ეს უკრაინის მეგობრების სიაა და მასში მოხვედრილი ადამიანები მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ, თუკი უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გადაწყვეტენ.

უკრაინის კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარია იმ ხელოვანებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერენ მხარს.