15 აგვისტო, 2015

ნუცა შანშიაშვილის რჩევები დამწყებ მომღერლებს

1nuca-shanshiashviliiiმომღერალი ნუცა შანშიაშვილი ხანგრძლივი განშორების შემდეგ საქართველოში ბრუნდება. ნუცა თვის ბოლოს უკვე თბილისში იქნება და თავის მონატრებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოინახულებს.

მომღერალს თბილისში ჩამოსასვლელად საპატიო მიზეზი აქვს. ის ახალი ქართული ხმის მესამე სეზონის მწვრთნელი იქნება.

“არტინფო” მომღერალს უცხოეთში დაუკავშირდა.

– გილოცავთ. თქვენ ახალი ქართული ხმის მესამე სეზონის მწვრთნელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

– ძალიან მიხარია იმდენად, რამდენადაც შემიძლია ბევრი რამ ვასწავლო მომღერალს და გავუზიარო ის საიდუმლოებები, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

– ადვილად დათანხმდით ამ შეთავაზებას?

– იმდენად, რამდენადაც ეხება ჩემს საქართველოს და თბილისს, დავთანხმდი რა თქმა უნდა, სიხარულით.

– მსგავს პროექტებში ხშირად ხართ ჩართული?

– მახსოვს, რამდენიმე წლის წინ უკრაინაში ვიყავი მიწვეული და იქ ვიყავი ჟიურის წევრი.

– როგორი იქნება თქვენი მუშაობის პრინციპი?

– წარმოდგენა ჯერ არ მაქვს. წინასწარ კარტების გახსნა არ მიყვარს და, რა თქმა უნდა, ველოდები პროექტიდან ჯოკერს.

– ვის აქვს შანსი მოხვდეს თქვენს გუნდში?

– ვისაც სურს ისწავლოს ჩემგან ის, რასაც სხვა ვერასოდეს ვერ ასწავლის.

– რას ურჩევთ იმ კონკურსანტებს, ვინც გადაწყვიტა ამ შოუში მონაწილეობა?

– იყვნენ, პირველ რიგში, თვითონ თავისი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულები და მომთხოვნები. ეს ყოველთვის გამოადგებათ მომავალში.

– თქვენ რომ დამწყები მომღერალი იყოთ მიიღებდით ვოისში მონაწილეობას?

– ალბათ კი.

– რას აძლევს მომღერალს კონკურსები და მსგავსი პროექტები?

– პოპულარიზაციას, სახელს.

საქართველოში რამდენწლიანი განშორების შემდეგ ბრუნდებით?

– მე მგონი 5 წელი, თუ არ ვცდები.

– როგორ გგონიათ, ახსოვხართ ქართულ საზოგადოებას?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– გაგვიმხილეთ მთავარი გზავნილი, რომელსაც მონატრებულ ქართველ მსმენელს მიუძღვნით.

– მიყვარს ჩემი ერი, ჩემი საქართველო, ყველა ქართველი და ამაყი ვდგევარ მსოფლიოს ყველა დარბაზში მაყურებლის წინაშე, იმიტომ რომ ქართველი ვარ.