28 აგვისტო, 2015

ნუკა კვალიაშვილი დაბრუნდა

1nukaaმომღერალი ნუკა კვალიაშვილი დიდხანს არწმუნებდა თავის ერთგულ მსმენელს რომ მალე მათ სიურპრიზებით და ბევრი სიახლეებით დაუბრუნდებოდა და აი, მომღერალმა დაპირებული პირობა შეასრულა და ახალი ნამუშევრით დაბრუნდა.

“ბრავო რექორდსში” ნუკამ თავის კოლეგებთან ერთად ახალ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას “ბრავო რექორდსის” მფლობელი ზაზა შენგელია ავრცელებს:

“ბრავო რექორდსმა” სპეციალურად Global Gathering-ის პირველი ფესტივალისთვის მოამზადა ახალი მუსიკალური პროექტი ”Progressive House”-ის სტილში, სახელწოდებით BRAVO HOUSE PROJECT, რომლის ავტორებიც არიან უნიჭიერესი მუსიკოსები ბორიკო შხიანი და მანო მანჯავიძე და რომლის პრემიერაც ფეტივალზე 11 სექტემბერს შედგება. პროექტში მონაწილეობენ ნინა სუბლატი, ნუკა კვალიაშვილი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა და ალეკო ბერძენიშვილი.

“ბრავო რექორდსის” ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე მსმენელს შესთავაზოს ახალი მუსიკალური პროდუქტი ამ ჟანრში და შეეცადოს ქართველი მუსიკოსების გაყვანას Global Gathering-ის ბრენდის ქვეშ ჩატარებულ ფესტივალებზე სხვა ქვეყნებში. მოისმინეთ პატარა ფრაგმენტები საპრემიერო პროექტიდან და ისიამოვნეთ. პროექტი ამ ჟანრში სიახლეა ქართული მუსიკალური ბაზრისათვის და მე ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა.”