30 აგვისტო, 2015

ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი ჩატარდება

1niqoziნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ესაიას ინიციატივით, ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება.

ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები.

პირველ სექტემბერს ფესტივალის სტუმრებისთვის ჩატარდება თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ანიმაციის ვორქშოფი ბედნიერების შესახებ.

ფესტივალის დანარჩენ დღეებში კი ნაჩვენები იქნება იტალიური, რუსული, გერმანული და ფრანგული ანიმაციური ფილმები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში ცნობილი და აღიარებული ანიმატორები, პროდიუსერები, ქორეოგრაფები, კომპოზიტორები, მხატვრები, სელექციონერები, სცენარისტები და რეჟისორები.

ნიქოზში გამართულ ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.