23 აგვისტო, 2015

ნინო ბაშარული: ,,ნუ დატოვებთ დედებო შვილებს!’’

1nino-basharruliმომღერალი ნინო ბაშარული დედებს მოუწოდებს არ დატოვონ შვილები არანაირი მიზეზით და არ თქვან უარი საკუთარ შვილებთან ცხოვრებაზე, მათი სიხარულის და ტკივილის გაზიარებაზე:

“ნუ დატოვებთ დედებო შვილებს! ნურანაირი მიზეზით! ის შვილები უსიყვარულოდ და მარტოდ რომ იზრდებიან, გული უცივდებათ სამყაროს მიმართ. იბნევიან მომავალი გზის და პროფესიის არჩევანისას, გაუბედავები და ჩაკეტილები ხდებიან და გულის სიღრმეში დედის მიმართ ჩუმი აგრესია უჩნდებათ, სამწუხაროდ, რომელსაც უახლოეს მეგობრებს უზიარებენ… საქვეყნოდ ამის გამოხატვა არ უნდათ, რადგან რცხვენიათ ვინმეს ეჩვენონ როგორც არასრულყოფილი ოჯახი და ცდილობენ, რომ ეს მტკივნეული ფაქტი გარეთ დაფარონ ნაძალადევი ღიმილით და მხიარულებით. უბრალოდ ეშინიათ და ბოლო ძაფს ექაჩებიან, რომ არ გაწყდეს მათ და დედას შორის… ამ დროს დედები არხეინად ამტკიცებენ საზოგადოებაში, რომ შვილები მასზე გიჟდებიან და რომ საოცრად აფასებენ იმის გამო, რომ უგზავნიან უმნიშვნელო სასაცილო თანხას საზღვარგარეთიდან, რითიც ვერ იყიდიან შვილების გულებს. კიდევ სხვა ზღაპრებს იგონებენ საზოგადოებაში ღირსების შენარჩუნებისთვის, მაგრამ მთავარს მაინც ვერ იაზრებენ, რომ შვილები იმ ასაკში მაინც ჰყავდეთ გვერდში, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ…

ამისთვის დედამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. მიზეზი არ არსებობს… მაგრამ არსებობენ ეგოისტი და გაუნათლებელი დედები, რომლებსაც მსხვერპლად გამოჰყავთ საკუთარი თავი და ცდილობენ ყველა დააჯერონ ირგვლივ, რომ იძულებული შეიქმნა წასულიყო. სინამდვილეში ბევრმა თავად შექმნა ფონი იმის გამო, რომ დაიღალა შვილებით და რაღაც ან ვიღაც სხვა უნდათ… კაი ცხოვრება უნდათ. ფუფუნება უნდათ… მათიც მესმის, მაგრამ მაგრად მებრალებიან ასეთი ხეპრე და ტაშფანდურა დედები მართალი გითხრათ… ძალიან ბევრი მაგალითი მყავს ირგვლივ და დიდი სიამოვნებით ვეტყოდი მათ, თუ რა გულისტკივილით საუბრობს მათი შვილი მათზე უახლოეს მეგობართან… მაგრამ უბრალო ეთიკეტს ვიცავ და ვჩუმდები… თუმცა გულისტკივილი ჩემი გრძელდება…

როგორ მინდა, რომ ყველა დედა შვილთან ერთად იყოს. იმაზე ლამაზი და საოცარი სანახავი რაა, რომ დედა მათ დილას კოცნით აღვიძებს და ლამაზ დღეს უსურვებს… უუთოვებს ტანსაცმელს და საჭმელს უმზადებს. ერთად დადიან საყიდლებზე და კინოს საყურებლად და დედა უკითხავს წიგნს, ან რაიმე საინტერესო სამეცნიერო ჟურნალს…. ერთად მიდიან სტუმრად მეგობრებში და საუბრობენ ღირებულ თემებზე. ერთად აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულებს. მერე ლამაზ თეთრეულში აწვენს და “ძილი ნებისა დედიკოს” ეუბნება ამქვეყნად ყველაზე ლამაზი მოსაფერებელი სიტყვებით! ამ ლამაზ ფერიცვალების დღესასწაულზე აი ეს ვინატრე. ფერი ეცვალოს ყველა დედას ნამდვილი დედობისკენ!!!”