Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ბაშარული: ,,არ მომწონხარ ქართველო საზოგადოებავ!’’

4 აგვისტო, 2015

1nino-basharulis-mimarTva-sazogadoebasმომღერალი ნინო ბაშარული ქართულ საზოგადოებას მიმართავს და ღიად აცხადებს, რომ ის არ მოსწონს.

ნინო ბაშარული:

“არ მომწონხარ ქართველო საზოგადოებავ. ის საზოგადოება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ დახასიათებაში თქვენს თავს აღმოაჩენთ. არ მომწონს თქვენი საუბარი. ინტონაცია. ცინიზმი. ფარისევლობა. უზრდელობა. საკუთარი და სხვისი დედის გინება და კისერზე ძარღვის გაბერვა დამაჯერებლობისთვის! თქვენი სვეცკი გაწელილი გმინვა არ მომწონს და ასო ბგერა “ს” რომ ააშიშინეთ გველივით… არ მომწონს თქვენი დეგრადირებული აზროვნება. 24საათი სხვებზე ჭორაობა, როცა საკუთარი ქმარი ან ცოლი ჩუმად გღალატობთ (და ეს ან იცით ან არ იცით…) არ მომწონს თქვენი სიყალბე. ფეისბუკზე ყოველ წამს დადებული ვითომ ბედნიერი სახეებით ფოტოები (მაშინ როცა ვიცი, რომ ძალიან ცუდად ხართ მატერიალურად ან მორალურად ან სულ ცოტა დაბოღმილი ხართ მეზობელზე, რომ ახალი მანქანა შეიძინა…) არ მომწონხართ ასეთებოოოო! მაგრამ მომეწონებით ძალიან, თუ თქვენ ამ წამიდან რაღაცას მაინც შეცვლით თქვენში…!”