Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატი ლიდერია

26 აგვისტო, 2015

1nina-subbllattiმიუხედავად იმისა, რომ ”ევროვიზია 2015” კარგა ხანია დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, ინტერესი ევროფესტივალის მიმართ მაინც არ ნელდება. ვებ-გვერდი WIWIBLOGGS.COM, რომელიც ევროვიზიის სიახლეებს და სხვადასხვა გამოკითხვებს სთავაზობს ინტერნეტ-მომხმარებელს, ამჯერად ევროვიზიის კონკურსანტთა ახალ რეიტინგს აქვეყნებს. მისი ლიდერი საქართველოს წარმომადგენელი “ევროვიზია 2015”-ზე ნინა სუბლატი გახდა.

გამოკითხვაში მონაწილე მსმენელმა ევროვიზიის ყველაზე პროგრესირებადი კონკურსანტები დაასახელა. მათ შორის ხმათა უმრავლესობით ლიდერობა არავის დაუთმო ქართველმა ნინა სუბლატმა და 1085 ხმით პირველი ადგილი მოიპოვა.

რეიტინგის რჩეულთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ნინა სუბლატი 1085 ხმა (32.95%)
2. Bojana Stamenov 720 ხმა (21.86%)
3. Nadav Guedj 660 ხმა (20.04%)
4. Genealogy 293 ხმა (8.9%)
5. Boggie 291 ხმა (8.84%)