3 აგვისტო, 2015

ნაომი კემპბელს პატიმრობა მიუსაჯეს

1naomiiiსკანდალები და ხმაური მსოფლიო მოდელის ნაომი კემპბელის ცხოვრების თანმდევია. “შავ ავაზად” წოდებულ ლამაზმანს ამჯერად სერიოზული პრობლემები შეექმნა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ნაომის პატიმრობა მიუსაჯეს. მოდელს სიცილიის სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

45 წლის ლამაზმანს პირობითი სასჯელი აქვს. საქმე ეხება 6 წლის წინანდელ ინციდენტს, როდესაც იტალიელი ფოტოგრაფი გაეტანო დი ჯოვანი მოდელს და მის ყოფილ მეგობარ მამაკაცს ვლადისლავ დორონინს იღებდა. ნაომი მას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფოტოგრაფს ექიმების დახმარება დასჭირდა. მან მოდელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქმის განხილვა მოდელის პატიმრობით დასრულდა.