17 აგვისტო, 2015

ნაბახტევის ეკლესია პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

1nabaxteviხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ტაძარი ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით XV საუკუნის დასაწყისშია აგებული, ეკლესიის მოხატულობა კი 1412-1431 წლებშია შესრულებული.

ნაბახტევის ღვთისმშობლის კომპლექსი დარბაზული ეკლესიისგან და მისი ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლოსგან შედგება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამით დაწყებულია ძეგლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი და ხორციელდება დაზიანებული კედლების მოჭიმვა, ინტერიერში, ხის ნივნივებზე დაფუძნებული გადახურვა, ეკლესიის კრამიტით გადახურვა, გაწმენდის პროცესში აღმოჩენილი ქვების თავის ბუდეში დაბრუნება, სარინელის მოწყობა და სამრეკლოს სრული აღდგენა.

ნაბახტევის ღვთისმშობლის ტაძარზე ყველა ძირითადი კონსტრუქციული დეტალი შემორჩენილია, რომლის მეშვეობით, ძეგლის რეაბილიტაციის მესამე – დამასრულებელ ეტაპზე ნაბახტევის ეკლესია თავდაპირველ არქიტექტურულ სივრცულ სახეს დაიბრუნებს.