5 აგვისტო, 2015

მოძრაობის თეატრში ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერაა

tttt76767676მოძრაობის თეატრში ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერაა. “პალატა ნომერი 415” – ასეთია ახალი წარმოდგენის სახელწოდება, რომელშიც მსახიობებთან ერთად მთავარ როლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ასრულებენ. ინკლუზიური წარმოდგენა რეალური და გამოგონილი სამყაროს თავისებურებებს აღწერს.

პროექტი ორგანიზაცია “აპოლო ჯგუფის” ინიციატივით ხორციელდება. ეს უკვე მეორე წარმოდგენაა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ. შარშან მაყურებელმა სპექტაკლი “ოფროუდ” ნახა.