31 აგვისტო, 2015

მიშა ქირიას პრობლემები შეექმნა

1misha-kiriaaaახალგაზრდა საოპერო მომღერალს მიშა ქირიას პრობლემები შეექმნა. როგორც მომღერალი აცხადებს, მას 12 სექტემბერს ბერლინის დოიჩე ოპერაში მთავარი პარტია აქვს სამღერი, მაგრამ საქართველოდან დროულად გამგზავრებას ვერ ახერხებს.

მიშა ქირია:

“გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ, ამიტომ კულტურის სამინისტროზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს რა ფუნქცია აკისრია ვერ ვხვდები, 3 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით მჭირდება გერმანში მოკლევადიანი სამუშაო ვიზა, (ბერლინის დოიჩე ოპერაში გახლავართ მიწვეული) გერმანიის საკონსულოში 2 სექტემბერს ჩავეწერემ, რადგან ერთადერთი დღე გახლდათ თავისუფალი, დავრეკე საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვთხოვე, იქნებ ეშუამდგომლათ ჩემთვის რათა 1 სექტემბრისთვის გადმოეტანათ შეხვედრა, რომ დაჩქარებული წესით მოეცათ მოკლევადიანი სამუშაო ვიზა.

პასუხი:

“მოგესალმებით, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ შევძლებთ თქვენთვის დახმარების გაწევას.”

ზუსტად ანალოგიური შემთხვევა გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს 2010 წლის ივნისში, მაესტრო ნოდარ ანდღულაძემ, შუადღეს დაურეკა მაშინდელ კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას და აუხსნა სიტუაცია, კულტურის სამინისტრომ სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დახმარებოდნენ ახალგაზრდა საოპერო მომღერლებს, რათა უცხოეთში დროულად გამგზავრებულიყვნენ, გამთენიისას გვქონდა ფრენა, მაგრამ ვიზა არ გვქონა. საკონსულო დაიხურა და ჩვენც ყურები ჩამოვყარეთ, რამდენიმე წუთში მირეკავს ტელეფონი და გოგონა მეუბნება, ბატონო პასპორტები მიიტანეთ საკონსულოშიო, ვუთხარი დაკეტილია და სად მივიტანოთქო, დაგხვდებათ საკონსულოს თანამშრომელი და ეზოდან მიაწოდეთო, მე და არმაზ დარაშვილი, მივედით, მივაწოდეთ პასპორტები და 1 საათში დაგვიბრუნეს ვიზიანად, რამდენიმე წუთში ნიკა რურუამ დაურეკა მაესტროს და უთხრა, ბატონო ნოდარ, ყველაფერი გაკეთებულია, გვასახელონ ახალგაზრდებმაო. პირადად ჩემს კარიერაში იმ ვიზიტმა გადამწყვეტი, როლი შეასრულა, ჩემი აგენტი, რომელთანაც ახლა ვთანამშრომლობ, მანდ გავიცანი.

შე დალოცვილო, ქართველი საოპერო მომღერალი მიწვეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში მთავარი პარტიის სამღერად, დაფინანსებას შენგან არ თხოულობს, (როცა სჭირდებოდა, ლა სკალას აკადემიაში სწავლისას, 2013 წელს, ბოლო 8 თვე მოუხსენით) მხოლოდ ერთი თხოვნა წყვეტს ყველაფერს და ამისთვის არ გცალია, როგორ უნდა მჯეროდეს შენი პატრიოტიზმის?

მე მაინც ჩავალ ბერლინში და ვიმღერებ კიდეც!”