7 აგვისტო, 2015

მესხეთის თეატრში პრემიერაა

1mesxetis-teatriმესხეთის (ახალციხის) თეატრში 7 აგვისტოს პრემიერაა. რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ერთმოქმედებიანი ლირიკული კომედია  დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები მანანა ბერიძე და ლაშა ბუტულაშვილი.

პრემიერაზე მისული მაყურებლისთვის მესხეთის თეატრი წარმოადგენს ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის გახმაურებულ პიესაზე დადგმულ სპექტაკლს „ყოფილების სარეცელი“.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა “ყოფილების სარეცელი” თეატრის სცენაზე ცოცხლდება. რუსთაველის თეატრის შემდეგ, სპექტაკლი გორში დაიდგა, ამჯერად კი მესხეთის თეატრში იქნება წარმოდგენილი.