13 აგვისტო, 2015

მერაბ თაბუკაშვილი გარდაიცვალა

1merab-tabukashviliცნობილი ქართველი მსახიობი და ჟურნალისტი მერაბ თაბუკაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ გაავრცელა. მერაბ თაბუკაშვილმა თავის საყვარელ საქმეს შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას მერაბ თაბუკაშვილმა შეასრულა მთავარი როლები სპექტაკლებში “ფიგაროს ქორწინება”, “გმირი” და “ხელის თხოვნა”. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი მსახიობი მუშაობდა ჯერ რუსთაველის თეატრში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში. მის შემოქმედებაში გამორჩეული სპექტაკლია “კვაჭი კვაჭანტირაძე”.

ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში მერაბ თაბუკაშვილს მიყავდა სატელევიზიო გადაცემები სახელწოდებით “რუსული რომანსის საღამოები”.

ქართველ მსახიობს ხუთშაბათს საკუთარი სახლიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.