Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაიკო კაჭკაჭიშვილი საქართველოდან მიდის

29 აგვისტო, 2015

1maiko-kachkachishviliკომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც არაერთი ჰიტის ავტორია, საქართველოდან მიდის. მუსიკოსს არ სურს დაკონკრეტება, სად აპირებს წასვლას, მაგრამ კონკრეტულ თარიღს უკვე ასაჯაროვებს.

ნოემბრის დასაწყისში მაიკო მეგობართან ერთად საქართველოში აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

“ნოემბრის დასაწყისში აქ აღარ ვიქნებით მე და ერთი ჩემი მეგობარი, დიდი იმედი მაქვს რაც აქ ვერ, ან არ გავაკეთე, ან არ გამაკეთებინეს!!! ნუ რა აზრი აქვს, სხვაგან გავაკეთებ…. ყოველთვის ასე ხდებოდა საქართველოში “ძაღლებიან ქვეყანაში კატებს აყეფებენ” და მეც ნუ სხვა გზა არ მაქვს, მთელი არსებით ვგრძნობ რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და გავაკეთებ კიდეც!!! პარალელურად ტყუპებს გავუკვალავ გზას და ცხოვრებაში პირველად ვიზრუნებ უზრუნველ მომავალზე.

p.s.ისე არ წავალ ყველას დაგიმთავრებთ რაც დასამთავრებელი მაქვს.”