31 აგვისტო, 2015

ლევან ხურცია დაქორწინდა

1levan-xurccciaრუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია დაქორწინდა. ხელოვანმა, რომლის ხმაც ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე ახლობელია სხვადასხვა სერიალების გახმოვანების წყალობით, საყვარელი ქალის ცოლად შერთვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ლევან ხურციას მეუღლე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილია. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც ის მეოთხე სეზონის გამარჯვებული გახდა.

მარიამმა და ლევანმა ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს, საერთო მეგობრების წყალობით კი საკმაოდ ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა. ისინი მალე დამეგობრდნენ, მეგობრობაც სიყვარულში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

მარიამის და ლევანის გაბედნიერების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყვილმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

1mariam-kublashvili-da-llevan-xurcia