26 აგვისტო, 2015

ლაშა ჯუხარაშვილი მამა გახდა

1lasha-juxarashviliრუსთაველის თეატრის მსახიობი და JAKO FM-ის ჟურნალისტი ლაშა ჯუხარაშვილი მამა გახდა. მას და მის მეუღლეს ქეთი ჩხეიძეს პირველი შვილი შეეძინათ. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ბედნიერმა მამიკომ თავად გაავრცელა:

“უბედნიერესი გამხადე დღეს. იოანე ჯუხარაშვილი მომივლინე!”

ინფორმაციის გავრცელებას ბევრი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მოჰყვა.