16 აგვისტო, 2015

კახეთი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია

1kaxetiსაქართველოს ერთ-ერთი კუთხე კახეთი მსოფლიო რეიტინგის ათეულშია. რეიტინგი ბრიტანულმა “The Telegraph”-მა გამოაქვეყნა, რომელშიც კახეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

“მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ” – ასე ეწოდება პუბლიკაციას, რომელშიც რეიტინგებია მოთავსებული და მისი ავტორები ცნობილი მოგზაურები სოფი იბოტსონი და მაქსომ ლოუველ ჰორმა არიან.

მოგზაურები აღნიშნავენ, რომ ეს რეიტინგი იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა სურთ:

“თქვენ შეიძლება არ გსმენიათ კახეთის შესახებ, მაგრამ იქ მოხვედრით თითქმის გარანტირებული გაქვთ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონების – ღვინის დაგემოვნება.”

ცნობილი მოგზაურების ათეულში გაერთიანდა სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები არგენტინაში, სუდანის ქალაქი მეროე, იემენის კუნძული სოკოტრა, ირანის ქალაქი მეშჰედი, ინდოეთის ვეფხვების ნაკრძალი კანხა, ინდოეთში ზანკარის მთიანი რაიონი და კამჩატკის ნახევარკუნძული.