24 აგვისტო, 2015

იური მეჩითოვმა პროფესია შეიცვალა

1mechitoviფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა პროფესია შეიცვალა და ტაქსისტი გახდა. როგორც ფოტოხელოვანი აცხადებს, ეს მისთვის ძნელბედობის ჟამს კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით დათანხმდა.

ტაქსისტობა ფოტოხელოვანს სპეციალური მისიის შესასრულებლად დასჭირდა. მას ფილმში ტაქსისტის ეპიზოდურ როლში იღებენ. ტაქსისტობის დებიუტთან ერთად იური მეჩითოვის სამსახიობო დებიუტიც შედგა. რეჟისორი გია კაჭარავა იღებს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს “რაის ნასოსი”, რომელიც “მაიტა ნასოსის” გაგრძელებაა.

იური მეჩითოვი:

“კინოსტუდია “სარკეში” დაიწყო გადაღება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “რაის ნასოსი”, რომელიც “მაიტა ნასოსის” გაგრძელებაა. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი გია კაჭარავა. თქვენი კი მონა მორჩილი თამაშობს საკუთარ თავს – იური მეჩითოვს, რომელსაც ძნელბედომის ჟამს მოუწია თავი მძღოლობით ერჩინა.”