18 აგვისტო, 2015

ირლანდიის ბიბლიოთეკის საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

1xelovnebis sasaxირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს უნიკალური საჩუქარი უსახსოვრა. ეს სასიხარულო ინფორმაცია ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა, რომელიც ამჟამად ირლანდიაში, დუბლინში იმყოფება.

გიორგი კალანდია:

“სასიხარულო ამბავი, ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის დონ ქრისტეფორე დე კასტელის საქართველოსთან დაკავშირებული ალბომის ბეჭდური ასლი! ასე რომ დღეიდან ამ ძვირფასი ალბომის ხილვა პალერმოს ბიბლიოთეკის გარდა, ხელოვნების სასახლეშიცაა შესაძლებელი. გადმოცემულ ალბომის ასლში საქართველოსთან დაკავშირებული ბევრი ისეთი ნახატია, რომელიც მანამდე არ გამოქვეყნებულა! ასლების შექმნა მამიდაჩემმა მედეა კალანდიამ დააფინანსა.”