Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ინგმარ ბერგმანის კინოსცენარი ქართული თეატრის სცენაზე

30 აგვისტო, 2015

1bergmanმსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის კინოსცენარი ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა.

სპექტაკლის პრემიერა 31 აგვისტოს არის დანიშნული. წარმოდგენა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა და თეატრის ერთგულ მაყურებელს ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე შესთავაზებს.

“ჩურჩული და კივილი” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობენ მარინა ბურდული, ლია აბულაძე, მეგი კობალაძე, ანი ცეცხლაძე, დავით ჯაყელი, ოთარ ქათამაძე, მამუკა მანჯგალაძე.

“ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის კინოსცენარი „ჩურჩული და კივილი“ ონკოლოგიური სენით შეპყრობილ აგნესზე და მის ირგვლივ მყოფ ნათესავებზეა. ამბავი იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილი შვება უფროა ვიდრე უბედურება, როცა სიცოცხლეზე კონტროლს კარგავ და სიკვდილს როგორც გამოსავალს ისე ელოდები. სატანჯველი იმდენად დიდი და უსასურულოა, რომ ირგვლივ მყოფები გრძნობებს ვეღარ იმორჩილებენ და ერთმანეთთან გაუცხოვების მიზეზების ძებნას იწყებენ. არსებობს თუ არა დებს შორის სიყვარულის ხელახლა შობის იმედი? რამდენად დიდი ტანჯვაა მათთვის სხვისი სატანჯველი და რა დრო სჭირდება სიძულვილს თანაგრძნობის ჩასანაცვლებლად. ეს სპექტაკლი არის დებზე, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს გადაეჩვივნენ, მათ ქმრებზე და კიდევ ანაზე, რომელმაც ვერაფრით ვერ შეძლო თავისი ქალბატონისთვის ეღალატა,” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი.