Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ინგა ფერაძემ საქართველო დატოვა

13 აგვისტო, 2015

1inga-feraddzeმომღერალმა ინგა ფერაძემ საქართველო დატოვა. ხელოვანი, რომელიც სამშობლოში ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნდა, ისევ უცხოეთში წავიდა.

ინფორმაცია ინგა ფერაძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

“ჩემო უძვირფასესო საქართველო! დიდი სინანულით ვტოვებ ჩემს შეუდარებელ დედაქალაქს. ჩემი გული უდიდესი სიყვარულით და სინაზით ეფერება ყოველ უბანს – აღმართებს-დაღმართებით თავისი თბილი თბილისელებით! ჩემი ცხოვრების საგზალია თქვენგან მოძღვილი უსაზღვრო სიყვარული და ამიტომ ღმერთსა და თქვენ გეძღვნებათ ყოველი ჩემი ნამღერი სიმღერა.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ ჩემი ერთგული და ნიჭიერი ადამიანების მიმართ, რომელთა დამსახურებაა ჩემი პირველი სოლო ალბომის გამოცემა და წარმატებული სოლო კონცერტი. უღრმესი მადლობა თქვენ ლევან კიკვიძე, სანდრო მაზიაშვილი, სტუდია 33ა, კატო ორჯონიკიძე, მანანა მენაბდე, ნეკა სებისკვერაძე, მარინა კოლხიდაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, მაიკო მაჩაბელი, ზაზა კოლელიშვილი, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქეთი დოლიძე და თუმანიშვილის თეატრის ადმინისტრაციას, ჩვენს ყველა მუსიკოსს, ბენდს უღრმესი მადლობა. იხარეთ ღვთის მადლით!”