31 აგვისტო, 2015

,,გვირილამ’’ გრანპრი მოიპოვა

1studia-gvirilaბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე სტუდია “გვირილამ” მთავარი პრიზი – გრანპრი მოიპოვა. ფესტივალში წელს 12 ქვეყანა მონაწილეობდა და მათ შორის საუკეთესოდ ქართველი მომღერლები დაასახელეს.

ერნა წიფურია, სტუდია “გვირილას” ხელმძღვანელი:

“ჩვენ სპეციალურად მოვამზადეთ ბულგარული სიმღერა, რომელიც შეასრულეს სტუდია “გვირილას” მომღერალმა ტატო გოდეძიშვილმა და მამაკაცების ჯგუფმა “ხარებამ”. “გვირილას” სტუდიის ყველა სოლისტმა მიიღო დიპლომი და მედალი ბულგარული სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის. ფესტივალში წელს მონაწილეობდნენ უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, რუსეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, პოლონეთი. სტუდია “გვირილა” 2013 წელს გახდა გრანპრის მფლობელი და წელს პატივი დაგვდეს, რომ გაგვეხსნა საბავშვო ფესტივალი. გადავიღეთ მუსიკალური კლიპი, რომლის პრეზენტაცია იმედის ტელევიზიით მოხდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა კომპანია “ბეროზას ღვინო”, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასება. მომავალ წელს ბარსელონაში ფესტივალზე ვართ მიწვეულები.”