24 აგვისტო, 2015

გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელს გარიგებაში ადანაშაულებენ

1vaxtang-licheliiგრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ვახტანგ ლიჩელს გარიგებაში ადანაშაულებენ.

„საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ მას კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდთან“ გარიგებაში სდებს ბრალს. კომიტეტის წევრების თქმით, მათთვის ახალი აღმოჩენის დეტალები გაურკვეველია, რადგან ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ 2007 წელს ირწმუნებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები აღარ იყო.

მათი მტკიცებით, სწორედ მაშინ განადგურდა გრაკლიანში ისტორიული კულტურული ფენები. „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ სამუშაოებიდან ვახტანგ ლიჩელის ჩამოშორებას და სხვა არქეოლოგებით ჩანაცვლებას მოითხოვს.

გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.