გოგა მესხი დაქორწინდა

1goga-mesxiმომღერალი გოგა მესხი დაქორწინდა და საქართველოდან წავიდა. მისი რჩეული 18 წლის მარიამ ივარდავაა. გოგამ და მარიამმა ერთმანეთი “ახალი ქართული ხმის” კონკურსზე გაიცნეს. ორივემ წარმატებით გაიარა ბრმა ქასთინგი და შემდეგ ტურებშიც გადავიდა, მაგრამ მარიამმა უფრო ადრე დატოვა პროექტი, ვიდრე გოგამ.

გოგა მესხი პირველად ფართო საზოგადოების წინაშე პროექტში “ვარსკვლავების აკადემია” წარსდგა, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი გასტროლები უცხოეთში. მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში “ახალი ქართული ხმა”, სადაც მარიამს შეხვდა.

მომღერალმა მუსიკალური და გარდასახვის შოუს “ერთი ერთში” მესამე სეზონში თავის რჩეულს ცოლობა პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო. წყვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ ქორწილს არ აპირებდა, დაიგეგმა მხოლოდ ჯვრისწერა და გამგზავრება ევროპაში. წყვილი თაფლობისთვეს ზღვაზე ატარებს.

– რაც კაია, კაია! ასწორებს ცოლი, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

1goga-mesxis-qorwili