Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ოვაშვილს ევროპულ კინოფესტივალზე პრობლემები შეექმნა

1 აგვისტო, 2015

1ovashvili-giorgiგიორგი ოვაშვილს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში საერთაშორისო კინოფესტივალზე პრობლემები შეექმნა. “სიმინდის კუნძულის” რეჟისორი ამის შესახებ საჯარო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გიორგი ოვაშვილი:

“ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში (ჯერ არ ვიტყვი რომელში), ერთ-ერთი კინოფესტივალის ორგანიზატორი (თუ ვინ – არც ამას ვიტყვი ჯერ) მიმართავს თხოვნით ერთი ქვეყნის საელჩოს (ამას მარტივად მიხვდებით რომელი ქვეყნის), რათა ამ საელჩომ მონაწილეობა მიიღოს ამ ფესტივალზე ქართული ფილმის „სიმინდის კუნძული“-ს ჩვენების ორგანიზებაში.

ამ ფესტივალის ორგანიზატორი, ამ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლისგან (გვარს არ დავასახელებ ვისგან), ასეთ პასუხს იღებს წერილობით: „სიმინდის კუნძული“ არის პრობლემატური ფილმი და სამწუხაროდ საელჩო ვერ მიიღებს ამ ფილმის ჩვენების ორგანიზებაში მონაწილეობას, თუ არ ექნებათ „მწვანე შუქი“ /Green light დედაქალაქიდან!!!!!!!!!!!!!

ამოცანა გვეკითხება არა იმას, თუ სად ხდება ეს ამბავი, არამედ იმას თუ როდის ხდება.”