6 აგვისტო, 2015

გიორგი გურგულია მამა გახდა

1gurgulia-giorgiმსახიობი გიორგი გურგულია, რომელიც უკვე ბაბუაა, მამა გახდა. მან გასულ წელს ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ შეყვარებული იყო და ოჯახის შექმნას მეოთხედ აპირებდა.

გიორგი გურგულიას რჩეული 30 წლის ლარისა გიგაურია. თავად მსახიობი 51 წლის არის. გიორგი გურგულიას თქმით, მისი მეუღლე მსახიობის შვილზე ექვსი თვის უმცროსია.

გიორგის და ლარისას ურთიერთობა პატარა გოგონას გაჩენით დაგვირგვინდა. ახალბედა დედიკომ ჩვილის ფოტო სოციალურ ქსელში უკვე განათავსა და უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილებიც მიიღო.