18 აგვისტო, 2015

გიგა კვენეტაძე მამა გახდა

1giga-kvenetadzzzeeმომღერალი გიგა კვენეტაძე მამა გახდა. გიგა წლებია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, დათო ხუჯაძის სტუდიაში მუშაობს და სიმღერებს რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავებისთვის წერს.

გიგა კვენეტაძეს პირველი შვილი მისმა საყვარელმა ადამიანმა მარიანა კარამოვამ გაუჩინა. პატარა ვაჟკაცი 18 აგვისტოს დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაცია ამის შესახებ გიგა კვენეტაძემ თავად გაავრცელა:

“მამა გავხდი! დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მარიანა!”

გიგა კვენეტაძის ამ ახალ ამბავს უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მოყვა.