27 აგვისტო, 2015

„Gecko“ საქართველოში ჩამოდის

1geckoსაშემსრულებლო ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თეატრალური კომპანია „Gecko“ საქართველოში ჩამოდის. თანამედროვე საერთაშორისო თეატრალური კომპანია 15 წლსი წინ დაარსდა. “Gecko”-ს შემოქმედების მთავარი მახასიათებელი საშემსრულებლო ხელოვნების ფორმების მრავალფეროვნება და ქორეოგრაფიისა და პანტონიმის სინთეზია. მწვავე სოციალურ თემებსა და მძაფრ ადამიანურ გრძნობებზე „Gecko“ მიმიკისა და მოძრაობის ენით ესაუბრება აუდიტორიას. 6 საერთაშორისო პროექტი, რომლებიც „Gecko“-მ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგინა სრული ანშლაგით მიმდინარეობდა და კომპანიას “არაორდინალური თეატრის ბრწყინვალე რეპუტაცია“ შეუქმნა. დღესდღეობით „Gecko“-ს პროდუქცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროექტებად ითვლება საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი აჭარისა და ბრიტანეთის საბჭოს დელეგაციასთან ერთად ედინბურგის ფრინჯ ფესტივალის ფარგლებში ბრიტანეთის წამყვანი თეატრალური კომპანიის „Gecko“-ს დამაარსებელსა და ხელმძღვანელს ამიტ ლაჰავრასა და პროდიუსერს როზალინდ ვინს შეხვდა. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში „Gecko“-სა და ბათუმის მუსიკალური ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის“ ფარგლებში 2016 წელს იგეგმება „Gecko“-ს პროექტის „Institute” გასტროლი ბათუმში, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს რეგიონის კულტურულ ცხოვრებას, ტურისტულ სეზონზე გაზრდის ბათუმის საერთაშორისო ცნობადობას და მის მიმზიდველობას, რაც ხელს შეუწყობს აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებას.