31 აგვისტო, 2015

განო მელითაური: ,,ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა?”

1gano-kotezeკოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სოციალურ ქსელში ახალ ჩანაწერს აქვეყნებს და მონატრებულ მეუღლეს მიმართავს:

განო მელითაური:

“გეძებდი ყველგან – მოვირბინე სახლები ქუჩები და ადგილები, სადაც ერთად ვყოფილვართ. გეძებ, გეძებ, გეძახი. სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი, წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს – იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი. ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ. პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!

მერე სარკესთან მივედი, ჩვენი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს…

მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!”